მსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა პარიზის გრან-პრიზე სამი მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სროლის ფედერაცია ავრცელებს.

ოქრო აკაკი მოსულიშვილს ერგო, მესამეზე კი, გოგოებში ნინო ხუციბერიძე და ვაჟებში ცოტნე მაჭავარიანი გავიდნენ. შვიდეულიდან ფინალში კიდევ ორნი, – ქალებში ნინო სალუქვაძე და გოგოებში – ლიზი კილაძე მოხვდა. ვაჟებში ფინალამდე მხოლოდ ორი ქულა დააკლდა ლევან ქადაგიძეს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟებში ფინალურ ოქტეტში ოთხი რუსი, სამი ფრანგი და ერთი ქართველი იყო,
ქადაგიძე 573 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა (93, 97, 97, 96, 95, 95). გოგოებში მარიამ ქობულაშვილმა კი, საკვალიფიკაციოში გამოსვლა 548 ქულით და მე-11 ადგილით დაასრულა (89, 90, 90, 93, 93, 93).

მსგავსი პოსტები

Back to top button