აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სწრაფ ვადებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
”ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები უკვე 26 წელია, უსახლკაროდ არიან. ბესო შენგელიას თქმით, მთავრობა მათ პრობლემებს დუმილით და მოტყუებით პასუხობს.
იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სამინისტრო კი, დაპირების მიუხედავად, მათ ბინებს არ აძლევს. აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა, თუმცა დევნილების თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათ მინისტრი არ შეხვდება.
მოისმინეთ ბესო შენგელიას და აქციის მონაწილე ნატო ხურცილავას ხმები.
მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინებით დაკმაყოფილება ხდება თვლადი და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მიხედვით.
მოისმინეთ დავით სერგეენკოს კომენტარი.