„გამოძიება პირდაპირ ურტყამს [ანაკლიის პორტის] ხელშეკრულებას“
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/02/xazaradze-jafaridze.png)
„ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას“, – ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ კითხვას, უკავშირდება თუ არა თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ანაკლიაში მიმდინარე პორტის მშენებლობას.
ბრიფინგზე, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა გამართეს, მათ უარყვეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბანკის მენეჯმენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ამ პროცესში შუამავლის როლს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ასრულებდა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ, მზად არიან, ვითარებიდან გამოსვლის გზები ეროვნულ ბანკთან ერთად ეძებონ. ხოლო პროკურატურის წინაშე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვთ და საგამოძიებო უწყების ბრალდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების თქმით, ბრიფინგის დასრულებისთანავე, ლონდონში, ბანკის დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მიემგზავრებიან.
მოისმინეთ მამუკა ხაზარძის ხმა.