მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“თქვენ საფრანგეთში მხოლოდ მეგობრები გყავთ“

იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია კავკასიის რეგიონში, შავ ზღვაში, რეგიონალური გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმიწვია და მოხარული ვიქნები გეწვიოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ საფრანგეთში მხოლოდ მეგობრები გყავთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია შეფერხებებით მიმდინარეობდა.

„წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით. თქვენ იცავდით იმას, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნისთვის, რაც შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამ კამპანიის მსვლელობისას ევროპის ფერები თან გახლდათ. მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button