მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარკირებაზე საათობრივი გადასახადი 1-ელი ივლისიდან დაწესდება

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

კახა კალაძის თქმით, „ზონალური პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას“. გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, „საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით“.

მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button