fbpx
Hereti FM

საპარლამენტო უმრავლესობის კრიზისი

197
Share Button

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, მას შემდეგ გააკეთა, როცა ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

“ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა.”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მოისმინეთ ლევან გოგიჩაიშვილის ხმა.

“ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება “ქართულ ოცნებაში” – ასე აფასებს ეკა ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილს, რომელმაც გუშინ კენჭისყრაზე მისი ინიციატივა არ გაიზიარა. ბესელიას თქმით, იგი ბრძოლას აგრძელებს და დეტალებს დღევანდელ ბრიფინგზე, 12 საათზე გააჟღერებს.

მოისმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

ბესელიას გუნდში მყოფი კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ მან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად უნდა გააანალიზოს გუშინდელი კენჭისყრის პროცესი და გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

უმრავლესობა კი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მათი გუნდი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს, რაშიც ბესელიას ინიციატივა არ მოიაზრება. “თუკი ვინმე არ არის თანაზიარი ქართული ოცნებისა, ეს მათი გადასაწყვეტია,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მოისმინეთ ანრი ოხანაშვილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ ბესელიას ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა. გუშინდელ სხდომაზე მან მკაცრად გააკრიტიკა კოლეგები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის ქვეშ მოქცევაში დაადანაშაულა. ბესელიას ინიციატივას მხარს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი უჭერდა მხარს.

მოისმინეთ ოპოზიციიდან ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას შეფასებები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი