მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ავსტრიაში მე-4 დღეა დაკარგულ ქართველ სტუდენტს ეძებენ

ვენაში, უკვე მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს უშედეგოდ ეძებენ. ანრი ლომიძე ავსტრიაში ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა.

მისი მეგობრების ინფორმაციით, უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და მისი კვალი მას შემდეგ ქრება.

ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. ის ქუთაისიდანაა და უკვე მეორე წელია ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია როგორც ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button