fbpx
Hereti FM

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლები აქციას განაგრძობენ

124
Share Button

“ელმავალმშენებელი ქარხნის” თანამშრომლების საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი მოთხოვნები არ შეცვლილა და ისინი კვლავ კუთვნილი ხელფასების დარიცხვას მოითხოვენ, რომელიც ოთხ თვეზე მეტია არ აუღიათ.

აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა და ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, დავალიანების თაობაზე ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა შეხვედრები უშედეგოდ სრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მთავარი მოთხოვნა ადმინისტრაციის გადაყენება იქნება.

ამ საქმეზე დანიშნული იყო მედიატორი, რომელმაც თავისი საქმე არ შეასრულა და 28 თებერვალს გამართული აქცია ხმაურით დასრულდა. ქარხნის თანამშრომლები მედიატორს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი