მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში?”

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

“მე ერთი წელიწადია უკვე ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა-ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნიდან, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. … სად არის პრეზუმფცია, რომ ადამიანი თავიდან მართალია? მე, ვასო სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? იმის გამო, რასაც ვამბობ, გგონიათ მე მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? …

“სწორია, როცა ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით ლარი არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში? … გინდათ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები? – პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე – როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში? როგორ ატრიალებენ იარაღს ახალგაზრდა გოგოების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები, გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?

“გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველაფერი ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. „კაპიკს“ ვერ აიღებთ ჩემგან“, – ნათქვამია პოლიტიკოსებისადმი ვასილ სოფრომაძის მიმართვაში.

მოისმინეთ ვასო სოფრომაძის ხმა.

ფრესკოს დამფუძნებლის ბრალდებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას აღნიშნული ვიდეომიმართვა არ მოუსმენია, მაგრამ თუკი ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებული მძიმე ბრალდებები სინამდვილეა, მაშნ მან ამის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ან ცრუ დასმენისთვის, პასუხი უნდა აგოს.

მოისმინეთ მამუკა ბახტაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button