მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/03/putini.jpg)
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა ВЦИОМ-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით რუსეთის პრეზიდენტს რესპონდენტთა მხოლოდ 32-მა პროცენტმა გამოუცხადა ნდობა, რაც მორიგ ანტირეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი დაბალი რეიტინგი პუტინს ბოლოს 2006 წელს ჰქონდა. გამოკითხვა თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ჩატარდა.