Hereti FM

სტამბოლში სარვამარტო მანიფესტაციაზე ცრემლსადენი აირი გამოიყენეს

53
Share Button

სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მანიფესტაციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

8 მარტამდე ხელისუფლებამ სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში დემონსტრაციის გამართვა აკრძალა, თუმცა ქალთა საერთაშორისო დღეს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ქალაქში ათობით ათასი აქტივისტი მაინც გავიდა.

თავდაპირველად ადგილზე მყოფმა პოლიციამ აქტივისტებს ქუჩის მცირე მონაკვეთზე დემონსტრაციის გამართვის უფლება მისცა, თუმცა მოგვიანებით მანიფესტანტები სამართალდამცველების ალყაში მოხვდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.

დასავლური მედიის ცნობით, ადგილიდან გაქცეულ ქალ აქტივისტებს სამართალდამცველები მიმდებარე ქუჩებზე მისდევდნენ. ჯერ უცნობია, დაშავდნენ თუ არა არეულობის დროს აქტივისტები.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასშტაბური მანიფესტაციები საერთაშორისო მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. აქტივისტებმა ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული ბალანსი კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი