მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

დიპლომატებმა გარბენში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად დიპლომატიურ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.

სპორტულ აქტივობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ჩაერთო.

გარბენის მონაწილეებს სერთიფიკატები, გამარჯვებულებს კი, სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.

მოისმინეთ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა ცივაძის კომენტარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button