fbpx
Hereti FM

ახმეტაში მცხოვრებ მიხეილ ცინკვერაშვილს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

143
Share Button

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” ახმეტაში მცხოვრები მიხეილ ცინკვერაშვილის პატიმრობას აპროტესტებს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცინკვერაშვილი სამართალდამცველებმა მარიხუანის შეძენა-შენახვის და მცენარე კანაფის მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელი უსამართლოა. 

ჯაფარიძეს არგუმენტად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოჰყავს. 

ცინკვერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს თელავის სასამართლოში გაიმართა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცინკვერაშვილმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება შეინახა და მოიხმარა, რის გამოც მას 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შემოვიდნენ საპატრულო მომსახურეები, თვითონ ეს პოლიციის თანამშრომლები, ნახეს ძირები, ამოთხარეს, გამოიტანეს, წაიღეს. ახლა გინდა თუ არა 2 წელი უნდა წახვიდეო,” – აცხადებს მიხეილ ცინკვერაშვილი.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 27 მარტს გაიმართება. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი