fbpx
Hereti FM

გარემოვაჭრეებს მშრალი ხიდის ბაზრობის ტერიტორია გადაკეტილი დახვდათ

183
Share Button

მშრალი ხიდის ტერიტორია, სადაც წლებია, ტურისტული მნიშვნელობის, ანტიკვარული ნივთების ბაზრობა ფუნქციონირებდა, დღეს, გარემოვაჭრეებს დაკეტილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, ადგილზე თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რის გამოც ტერიტორიაზე ვაჭრობის საშუალება, აღარ აქვთ. გარემოვაჭრეებმა დედაენის ბაღში გადაინაცვლეს თავისი ნივთებით და ამბობენ, რომ აქ მანამ დარჩებიან, სანამ მშრალი ხიდის ტერიტორია არ გაიხსნება. დედაენის ბაღში, მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, გარემოვაჭრები ერთმანეთში ადგილებს ინაწილებენ, რის გამოც, დილიდან ხმაურია ბაღის ტერიტორიაზე. მოვაჭრეები დედაენის ბაღში, თბილისის მერიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

მოისმინეთ ერთ-ერთი გარემოვაჭრის, გოჩა ფანდარაშვილის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი