მნიშვნელოვანი

ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა. შექმნილი ვითარება კი, მანდატურმა განმუხტა.

კამათი კომიტეტზე საკითხის განხილვის პროცედურას შეეხებოდა. სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას საკითხის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება მისცა, რაც კახიძემ გააპროტესტა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სასამართლო რეფორმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, მესამე სექტორმა კლანურ მმართველობაზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” წევრი ვანო ზარდიაშვილი არაფორმალურ მმართველად მოიხსენია. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან ოლიკო შერმადინის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი.

შერმადინის ამ განცხადებას გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოლიკო შერმადინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მესამე სექტორი ცდილობს უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტის, ოლიკო შერმადინის და  ქართული ოცნებიდან დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ხმა


მსგავსი პოსტები

Back to top button