საქართველოსიახლეები

ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს

67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს.  საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართა . კვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან. უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თანამდებობიდან გადააყენონ ზვიად კვაჭანტირაძე, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს.  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და  “ევროპული საქართველოდან” დეპუტატის, გიგა ბოკერიას ხმა

ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა და ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობა გადაუხადა. მან სესიაზე რეგლამენტის ის ნაწილი წაიკითხა რომელიც ზვიად კვაჭანტირაძეს საშუალებას აძლევს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნოს. მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა, მმართველმა გუნდმა მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დააყენა. ბესელიას აზრით, მმართველი გუნდის მზაობა, რომ კვაჭანტირაძემ დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა, შურისძიებაზე მეტყველებს.

დამოუკიდებელი დეპუტატების: ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას, ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან” თინა ბოკუჩავას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button