მნიშვნელოვანისაქართველო

დეპუტატებს პარლამენტში ფურცლებზე ამობეჭდილი ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს

“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:),”- ამ შინაარსის სტატუსს, სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი აქვეყნებს და თანდართული ფოტომასალით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურების ინსტრუქციები დაურიგდათ. 

ფოტოებზე, რომელიც რატიანმა გამოაქვეყნა, ჩანს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმის მიცემა. რატიანის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ დეპუტატებს დღეს ფურცლები სხდომათა დარბაზში დაახვედრეს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებისთვის ინსტრუქციების დარიგება გუშინ, სხდომათა დარბაზში ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა, რომლის შედეგადაც უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვისსაჭირო ხმები ვერ მოაგროვა. “ქართულ ოცნებაში” ამის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button