მნიშვნელოვანისაქართველო

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

ცესკოს გადაწყვეტილებით, თბილისში, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი დატოვა, შესაბამისად თბილისის ამ უბანს პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს.

ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. “თავისუფალი დემოკრატებიდან” კენჭს, პარტიის თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე იყრის. 

მსგავსი პოსტები

Back to top button