მნიშვნელოვანისაქართველო

სეს-მა თბილისში ერთ ტონამდე ხორცი დალუქა, რომელიც განადგურდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  თბილისში ერთ ტონამდე ხორცი დალუქა, რომელიც განადგურდება. ინსპექტორებმა დარღვევები გამოავლინეს ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, შპს „დადუ“-სა და შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო შპს „ნიკორა“-დან ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი. ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან.“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, დარღვევები არ დაფიქსირებულა აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში, შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს-ში „ახალი ხორცი.“

მსგავსი პოსტები

Back to top button