მნიშვნელოვანიმსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები “ბრექსიტის” გადავადებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები “ბრექსიტის” გადავადების გეგმაზე შეთანხმდნენ. დადგენილება რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს, თუმცა ევროკავშირი ბრექსიტის 22 მაისამდე გადადებაზე თანხმობას რამდენიმე პირობით აცხადებს. პროცესის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მესამე კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ. ბრიტანეთს კი ვადა 12 აპრილამდე ექნება იმისთვის, რომ ევროკავშირს მისი შემდეგი ნაბიჯების შესახებ აცნობოს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანელი კანონმდებლები პრემიერის გეგმას მესამე კენჭისყრაზეც ჩააგდებენ, ქვეყანა ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button