მნიშვნელოვანისაქართველო

“მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს კომისია ხელახლა განიხილავს”- ადვოკატი

ვანო მერაბიშვილს უსამართლოდ უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე – ასეთია საქალაქო სასამართლოს დასკვნა.

იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1 თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ადვოკატის განცხადებით, ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ იმ საფუძვლებს, რომლის გათვალისწინებითაც მერაბიშვილს გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ხელმეორედ ვეღარ გამოიყენებს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button