Hereti FM

ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა

49
Share Button

ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის მეხუთე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდს ჯილდო პრინცმა უილიამმა გადასცა.  დაჯილდოების ცერემონიას ბუკინგემის სასახლემ უმასპინძლა, სადაც კეინს ჯილდო ფეხბურთში მიღწევებისთვის გადასცეს.  ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუციც“ მიიღო.  მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა პრემიერლიგაში მთლიანობაში 26-ი მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი