მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

დღეიდან კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ჩაირთვება

დღეიდან, პირველი აპრილიდან, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ჩაირთვება.

როგორც ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი გადავიდნენ 24 საათიან სამუშაო რეჟიმში.

“ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარე კახეთში იზრდება სეტყვის მოსვლის ალბათობა, ცენტრის სპეციალისტები დღე-ღამის ნებისმერ მონაკვეთში მოახდენენ სეტყვის კერების აღმოჩენას და შემდეგში მათ განეიტალებას.  წარმატებით ჩატარადა წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები,მოხდა გამშვები დანადგარების ტესტირება,მომზადება და სეტყვის საწინააღდეგო რაკეტებით მათი შევსება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 25 წლის წინ შეწყვიტა არსებობა. ახალ პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. პირველი სროლები 28 მაისს განხორციელდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ამბობენ, რომ ავტომატიზებული რადარები სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 % -ით ამცირებს.

სეტყვისგან დაზიანებული მოსავალი

სეტყვისგან დაზიანებული მოსავალი

მსგავსი პოსტები

Back to top button