
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელძე დაინიშნა. კალმახელიძე მუშაობას დღეიდან შეუდგა.
როგორც კალმახელიძემ განაცხადა, ის ძირითადად დეცენტარლიზაციის მიმართულებით იმუშავებს. მისივე სიტყვებით, “ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა იქნება”.
კალმახელიძე მმართველი პარტიის წარგინებით თელავის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.
ცნობისთვის, გუბერნატორის მოადგილის პოსტი 7 თებრვლიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუტარი განცხადების საფუძველზე დატოვა.