მნიშვნელოვანი

ქარტია რადიო ,,ჰერეთის” ჟურნალისტზე სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რადიო “ჰერეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მის ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს აპარატის უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული ინციდენტის შესწავლა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება. ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება. მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და შესაბამისად კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული.

შესაბამისად, ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს გამოიძიოს შემთხვევა, რომელზეც რადიო “ჰერეთი” საუბრობს და აცნობოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.”, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. რადიო ,,ჰერეთის” ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის განმარტებით, საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მას ტელეფონზე დაურეკეს და იმის გამო, რომ საკრებულოს მუშაობაში ხელი არ შეეშალა, სხდომათა დარბაზი დატოვა, რა დროსად მას საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი მესხიშვილი დაედევნა, ქურთუკში ხელი მოკიდა და შეაჯანჯღარა; თან უთრა, რომ საკრებულოს რეგლამენტს არღვევა და დეპუტატებს მუშაობაში ხელს უშლიდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ გიორგი მესხიშვილს ამისთვის, სიტყვიერ საყვედურს გამოუცხადებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button