სიახლეები

2019 წელს, მეტრო 100 -ჯერ დაზიანდა, მგზავრების ევაკუაცია კი 26-ჯერ მოხდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მეტროს გათიშვების სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს მეტრო 100 -ჯერ დაზიანდა, აქედან 26 შემთხვევაში კი, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

კალა კალაძემ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე, მეტროს დაზინების ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, დღე კი ყველა შემთხვევა საჯაროა.

თბილისის მერმა წინა წლების სტატისტიკაც მოიყვანა.

,,2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა, 2018 წელს 308 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევით” – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button