მნიშვნელოვანიმსოფლიო

ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, 31 ოქტომბრამდე გადავადდა

ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის პროცედურა 31 ოქტომბრამდე გადაუვადა. ამის შესახებ, გადაწყვეტილება სამიტის საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა, ამ შაბათს მოელოდა.

ევროკავშირიდან გასვლის გადავადება მოიცავს პირობას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთს ვადაზე ადრე შეუძლია ფორმალურად დატოვოს ევროკავშირი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თემთა პალატა უკვე სამჯერ უარყოფილი შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლონდონს ოქტომბრის ბოლომდე აქვს საშუალება, გადახედოს ბრექსიტის სტრატეგიას ან საერთოდ შეაჩეროს პროცესი.

ბრექსიტის ხანგრძლივი პროცედურა 2016 წლის შემდეგ დაიწყო, როცა 23 ივნისს, ბრიტანელებს მიმართეს კითხვით – ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს ის? რეფერენდუმში მონაწილეთა 52%-მა ხმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მისცა. ამას მოჰყვა მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის იმისთვის, რომ ბრექსიტის პროცედურა უმტკივნეულო ყოფილიყო ორივე მხარისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button