Hereti FM

ეკვადორის პრეზიდენტი – ,,ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს შპიონაჟის ცენტრად იყენებდა”

46
Share Button

ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში, ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, რომ ვიკილიქსის შემქმნელი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში თავშესაფრის მიღების პირობებს არღვევდა, კერძოდ – საელჩოს შპიონაჟის ცენტრად იყენებდა და „სხვა ქვეყნების დემოკრატიებში ჩარევას” ცდილობდა.

ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის პოლიტიკას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი სახლი შპიონაჟის ცენტრად იქცეს“, – აღნიშნა ინტერბვიუში მორენომ.

შეგახსნებებთ, ჯულიან ასანჟი პოლიციამ 11 აპრილს, ლონდონში, ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე დააკავა, სადაც ის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემდეგ ცხოვრობდა. ამას წინ უძღოდა ეკვადორის ხელისუფლების მიერ, ასანჟისთვის მინიჭებული დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსის მოხსნა.

ვიკილიქსის დამფუძნებელს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამბობს, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, აშშ-ის ძალები WikiLeaks-ის მიერ, ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი