Hereti FM

აშშ-ში ტორნადოს 8 ადამიანი ემსხვერპლა

47
Share Button

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, ტორნადოსა და ძლიერ ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა. CNN-ის ცნობით, ქალაქ ფრანკლინში დაღუპულია ორი ბავშვი, ავტომობილს, რომელშიც 3 და 8 წლის ბავშვები ისხდნენ, ხე დაეცა.

ტეხასის, ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას შტატებში ჯამში 17 ტორნადო წარმოიქმნდა. დაშავებულია 10-ობით ადამიანი, 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტეოროლოგები ახალი ტორნადოების კიდევ ვარაუდობენ. ამასთან, ქვეყნის ჩრდილოეთ შტატები ამოვარდნილი თოვლიანი ქარბუქის გამო, გადაიდო ან გაუქმდა ჩიკაგოს, დალასისა და შარლოტის აეროპორტებში დაგეგმილი ფრენები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი