fbpx
Hereti FM

16-18 აპრილს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა ნავარაუდევი

236
Share Button

გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს 
ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, მეწყრულ –ღვარცოფული პროცესების გააქტიურება და პატარა მდინარეებზე წყლის დონის საშიშ ნიშნულამდე მატება.

,,16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი