Hereti FM

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

84
Share Button

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარიდებისკენ მოუწოდებს.

„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი