Hereti FM

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს – როიტერსი

79
Share Button

სააგენტოების, “როიტერსისა” და „ფრანს პრესის” ინფორმაციით,
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია სრული განადგურებისგან, სავარაუდოდ გადარჩენილია. თუმცა, როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლორან ნუნესმა განაცხადა, ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ რამდენიმე საათია საჭირო.

,,პარიზელი მეხანძრეების სიმამაცის წყალობით, ხანძრის ინტენსიურობა შემცირებულია” – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარს გადაურჩა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ტაძარში არსებული მთავარი რელიქვიაა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე ებრძვის.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი