fbpx
Hereti FM

მაკრონი ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად, საერთაშორისო კამპანიას დაიწყებს

107
Share Button

ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტაძრის აღდგენისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად, საერთაშორისო კამპანია დაიწყება.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის” ცნობით, ფრანგი მილიარდერების ოჯახი, რომლებიც კომპანიებს – Artemis და Kering ფლობს, საკუთარი ფონდიდან 100 მილიონი ევროს გამოყოფს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

გუშინ, საღამოს საათებშ, ნოტრ-დამის კათედრალში გაჩენილი ხანძარი გამთენიისას იქნა ლოკალიზებული. მეხანძრეებმა შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი