მნიშვნელოვანისაქართველო

უამინდობამ თბილისსა და რეგიონებში, ღამით პრობლემები შექმნა

16 აპრილიდან, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. თბილისში, ძლიერმა ქარმა გვიან ღამით, მოსკოვის გამზირზე ორი ხე წააქცია. ერთ-ერთი მათგანი იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა. ხე წაიქცა ნუცუბიძის ქუჩაზეც, რამაც საცხოვრებელი კორბუსის ეზოჩი დაყენებული ავტომობილი დააზიანა. შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა. ქალაქში ასევე, დააზიანდა ელექტროსადენები.

საქართველოს რეგიონებში კი, ძლიერი წვიმებია. შედეგად, გუშინ ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ადიდებული მდინარე ჯიხველი, საცხოვრებელ სახლში შევარდა. ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე კი მეწყერი ჩამოწვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან თბილისში იწვიმებს და ტემბერატურა დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. უამინდობა სავარაუდოდ, 24 აპრილამდე გასტანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button