მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
ლაგოდეხის ტყე-პარკში თითქმის 100 წლოვანი მუხის ხე ძირფესვიანად მოიგლიჯა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ტყე-პარკში, თითქმის 100 წლოვანი მუხის ხე ძირფესვიანად მოგლიჯა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე ამ დრომდე ადგილზეა. სავარაუდოდ დღის განმავლობაში მას მერიის შესაბამისი უწყებები ტერიტორიიდან გაიტანენ.
უამინდობის დროს ამავე ტყე-პარკში ხე გასულ წელსაც მოიგლიჯა. მაშინ ხემ პარკში განთავსებულ სკამი და ნაგვის ურნა დააზიანა.

