მნიშვნელოვანისაქართველო

მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება


საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი უნდა გახდეს. აღნიშნული ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარუდგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად.

კანონში ამ დროისთვის არსებული ჩანაწერის მიხედვით, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილება, ცვლილების შემდეგ კი, უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება კანონში.

მსგავსი პოსტები

Back to top button