![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/hhhh-1.jpg)
22 აპრილს, WTA-ს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ქალ ჩოგბურთელთა შორის, 222-ე პოზიციაზე მარიამ ბოლქვაძე მოექცა. მან რეიტინგში 30 პოზიციით წაიწია, რაც ყველაზე დიდი პროგრესია ქალ ჩოგბურთელთა შორის. ეს ასევე, 21 წლის სპორტსმენის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია, რის შემდეგაც, ბოლქვაძეს უფრო დიდი ტურნირების ძირითად ბადეში განთესვის შესაძლებლობა მიეცემა.
შეგახსენებთ, 15 აპრილს მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა, რაც მისი მეოთხე კარიერული ტიტულია.
ქალთა შორის, საქართველოდან საუკეთესო მაჩვენებელი 27 წლის ეკატერინე გორგოძეს აქვს, რომელიც რომელიც 151-ე პოზიციაზეა.