ბულგარეთის სასამართლომ, ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ, 21 წლის სევერინ კრასიმიროვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქალის ცხედარი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რუსეში, დუნაის პირას იპოვეს გასული წლის ოქტომბერში. გამოძიების ცნობით,
კრასიმიროვი მსხვერპლს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის პარკში ვარჯიშობდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
პტოკურატურის განცხადებით, დანაშაულის მოტივი სექსუალური ხასიათის იყო და მოკლულის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა.