გლდანში, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
თბილისში, გლდანის მე-7 მიკრო რაიონის მე- 12-კორპუსში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაფიქსირდა. კორპუსის მაცხოვრებლებმა, ცხელ ხაზზე მას შემდეგ დარეკეს, რაც კორპუსში, გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯფუფმა, გაზის დაგროვება მე-4 სართულზე მდებარე ბინის სააბაზანოში დააფიქსირეს. ყაზტრანსგაზ-თბილისის წარმომადგენლის, ირაკლი დეკანოიძის თქმით, კორპუსი აფეთქებას არის გადარჩენილი.
,,კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. შემოწმებისასა, აღმოჩნდა გაზის კონცენტრაცია საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და ასევე, სავენტილაციო შახტებში. სამსახურის მიერ, მოხდა გაზის მიწოდების შეწყვეტა და ევაკუაცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი დეკანოიძემ.
ბინაში, სადაც გაზი იყო დაგროვებული, არავინ იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გაზის სუნი ჯერ კიდევ წინა ღამით იგრძნეს, თუმცა შესაბამის სამსახურს დილით, დაახლოებით 9:20 საათზე დაუკავშირდნენ.