მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში საბაგიროები სამი ახალი მიმართულებით აშენდება

სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათას მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყდება.

,,მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება. ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება და როგორც ვიცი, რამედენიმე დღეში ამას ვაპირებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ კვლევის ჩასატარებლად, დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება.

მსგავსი პოსტები

Back to top button