ნოვოსიბირსკის ზოოპარკი დახმარებისთვის მზად არის
„ცხოველებსაც გავუგზავნით და კიდევ ბევრ რამეში დავეხმარებით. მთავარია გავარკვიოთ, რა სახის დახმარება სჭირდებათ. ჩვენი სპეციალისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ, – განუცხადა გაზეთ «Комсомольская правда»-ს ნოვოსიბირსკის ზოოპარკის დირექტორმა როსტისლავ შილომ.
დახმარების სურვილი გამოთქვეს მოსკოვისა და პრაღის ზოოპარკებმაც. პრაღიდან თბილისში 6 კაციანი დელეგაცია დღეს ჩამოვა.