მნიშვნელოვანირეგიონი

თელავი და მისი ოთხი სოფელი დაისეტყვა

კახეთში თელავი და მისი ოთხი სოფელი: კურდღელაური, შალაური, ვარდისუბანი დაკსისხევს დაისეტყვა. ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები და ხეხილის ბაღები, თუმა ჯერ უცნობია ზარალის პროცენტული მაჩვენებლები. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი წვიმა.

დაიტბორა თელავის ქუჩების ნაწილიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, რომ „საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, მანამდე კი ინფორმაციას აგროვებენ არსებული მდგომარეობის შესახებ“. მერის თქმით, „სეტყვა საკმაოდ ძლიერი იყო, რასაც თან ერთვოდა ქარი“. რამდენიმე დღის წინ კახეთში, სოფელი შლდაც დაისეტყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button