მსოფლიოსიახლეები

თურქეთში შრომის დღეს შეკრებილი 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
სტამბოლის ბეშიქტაშის რაიონში გამართული მანიფესტაციის 80-ზე მეტი მონაწილე დააპატიმრა. თურქული მედიასაშუალებების ცნობით, დემონსტრანტები იმ დროს დააკავეს, როცა ტაქსიმის მოედნისკენ მსვლელობას გეგმავდნენ.

1 მაისის აღნიშნვას არეულობა მოჰყვა პარიზშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 165 მომიტინგეა დაკავებული. შრომის დღეს დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციის მონაწილეებთან ერთად, რამდენიმე ჟურნალისტიც იქნა დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button