საქართველოსიახლეები

ვაკის პარკში აქცია – ,,არა პუტინის მარშს” მიმდინარეობს

ვაკის პარკში მოძრაობის – ,,არა ოკუპაციას” წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს დევიზით – ,,არა პუტინის მარშს”. აქციის მონაწილეებს ხელში გიორგი ანწუხელიძის ფოტოები და ბანერები უჭირავთ წარწერებით: ,,ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს”, ,,ნატო ჩვენი არჩევანია” და ,,რუსეთი ოკუპანტია”.

აღნიშნული კონტრაქცია ე.წ. ,,უკვდავი პოლკის” მარშის აქცია-მსვლელობებს აპროტესტებს, რომელიც თბილისში, გორსა და სხვა ქალაქებში იმართება. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ,,უკვდავი პოლკის” წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან, მათ დასახვედრად, კონტრაქციის მონაწილეებმა ,,სირცხვილის კორიდორი” გააკეთეს, სამართალდამცავებს კი ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული ორი აქციის მონაწილეების გასამიჯნად.

,,უკვდავი პოლკის” წევრები, ჯერჯერობით ვაკის პარკის ჩამოსასვლელთან იმყოფებიან და ისინი, ვაკის პარკის ტერიტორიაზე გადმონაცვლებას აპირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button