მნიშვნელოვანისაქართველო

ვაკის პარკთან სამი ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკთან, ,,უკვდავი პოლკის” აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის იქნა დაკავებული, ხოლო ერთი ადამიანი, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშნვნის პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ,,უკვდავი პოლკის” მარშის აქცია-მსვლელობები და სამოქალაქო აქტივისტების კონტრაქციები მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ბათუმი, სადაც გმირთა ხეივანის ტერიტორიაზე, ,,უკვდავი პოლკისა” და სამოქალაქო აქტივისტების აქციებზე მცირე ინციდენტი მოხდა – ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, სამართალდამცავებმა აქციები ცოცხალი ჯაჭვით გამიჯნეს.

ბათუმში გამართული კონტრაქციის მონაწილეების თქმით, გასულ წელს, ,,უკვდავი პოლკის” წევრებმა კანონი დაარღვიეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რის გამოც, წელს, კონტრაქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, თუმცა წელს, საბჭოთა დროშები და სიმბოლიკა ყოფილა გამოყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button