fbpx
Hereti FM

ვაკის პარკთან აქციაზე დაკავებული 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

98
Share Button

ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციებზე, პოლიციამ 5 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა ადმინისტრაციული საქმისწარმოება გრძელდება და სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მათი საქმეები საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.

დაკავებულთაგან ოთხი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავა, ერთი კი, საბჭოთა სიმბოლიკის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის დარღვევისთვის.

დაკავებულთა შორის იყვნენ როგორც ,,უკვდავი პოლკის” მიერ ორგანიზებული აქციის, ისე კონტრაქციის მონაწილეები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი