კრიმინალი

ალასკაზე ტურისტული ჰიდროთვითმფრინავების შეჯახებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ალასკას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კეტჩიკანში ერთმანეთს ორი ტურისტული ჰიდროთვითმფრინავი შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის შედეგად, კიდევ 10 ადამიანი დაშავდა, რომლებიც
სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ორივე ჰიდრო თვითმფრინავი ერთ საკრუიზო ლაინერს „როიალ ფრინცესს“ ეკუთვნის. საფრენი აპარატების საშუალებით, ტურისტები ქალაქის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.

ფოტო:
STOCK PHOTO/Getty Images

მსგავსი პოსტები

Back to top button