საქართველოსიახლეები

30 SECONDS TO MARS 13 აგვისტოს საქართველოში კონცერტს გამართავს

13 აგვისტოს შეკვეთილში, ,,ბლექ სი არენაზე” ამერიკული ჯგუფი
30 Seconds to Mars კონცერტს გამართავს. კოლექტივი საქართველოს თავისი ბოლო ალბომის – America-ს მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 20 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

30 Seconds To Mars 1998 წელს ჩამოაყალიბა მომღერალმა და მსახიობმა ჯარედ ლეტომ ძმასთან, შენონთან ერთად. ჯგუფს მსოფლიოში
20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. 


მსგავსი პოსტები

Back to top button