fbpx
Hereti FM

,,ფეისბუქი” ზოგიერთ მომხმარებელს ,,ლაივის” გამოყენების ფუნქციას შეუზღუდავს

151
Share Button

Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში ,,ლაივის” ფუნქციის გამოყენება შეზღუდვებს დაექვემდებარება. კერძოდ, ამ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდებათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს დარღვეული სოციალურ ქსელში ქცევის წესები.

აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის წარმომადგენლებმა ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარ თავდასხმებს დაუკავშირეს, რაც ბოროტმოქმედმა „ფეისბუქის ლაივით“ გადასცა.

პირველი ეტაპზე, სოციალურ ქსელში ქცევის წესების დარღვევაში შემჩნეულ პირებს ,,ლაივ” ფუნქციაზე წვდომა დროებით შეეზღუდებათ, თუმცა რა ვადით იმოქმედებს შეზღუდვა, ან კონკრეტულად, რა ტიპის დარღვევები იგულისხმება ქცევის წესებში, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

შემდეგ ეტაპზე კი, Facebook ქცევის წესების დამრღვევი პირებისთვის ამ სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზეც გავრცელდება შეზღუდვა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი