მნიშვნელოვანიმოზაიკა

Queen-ის სამი სიმღერა, რომელიც სპორტულ ჰიმნად იქცა [ვიდეო]

ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Queen-ის რამდენიმე სიმღერა, ჯგუფის იდენტობას გასცდა და სპორტული შეჯიბრებების არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.

ჯგუფის ფრონტმენის, ფრედი მერკურის მიერ დაწერილი სიმღერა We Are the Champions, 1977 წლის ალბომიდან – News of the World, კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სინგლია, რომელიც 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა გახდა და დროთა განმავლობაში, სპორტული ღონისძიებების შეუცვლელ ჰიმნად იქცა.

ამავე ალბომში შესული სიმღერა We Will Rock You, ჯგუფის გიტარისტს, ბრაიან მეის ეკუთვნის. როცა მუსიკოსი სიმღერის რითმს ქმნიდა, მისი მიზანი იყო, მსმენელს თავი შოუს ნაწილად ეგრძნო. მალე, სიმღერა სპორტული ღონისძიებების კლიშედ იქცა და თუ we are the champions, გამარჯვების ჰიმნია, We Will Rock You შეიძლება დახასიათდეს, როგორც სასტადიონო ჰიმნი, რომელიც გამარჯვების მოლოდინში მყოფი მაყურებელის საერთო პათოსს გამოხატავს.

ჯგუფის მე-8 სტუდიურ ალბომში შესული სიმღერა, Another One Bites the Dust, კომერციულად ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა Queen-ისთვის – გაყიდული 7 მილიონი ასლით. სიმღერამ, რომელიც ჯგუფის ბას-გიტარისტმა, ჯონ დიკონმა დაწერა, კოლექტივში არაერთგვაროვანი დამოუკიდებულება გამოიწვია, განსაკუთრებით კი, ჯგუფის დრამერს, როჯერ ტეილორს არ ეხალისებოდა ბას ბარაბანზე დისკოს სტილში დაკვრა. თუმცა სიმღერა, არა მარტო მსოფლიო ჰიტი გახდა, არამედ, კრივის ჰიმნად იქცა, რომელსაც რინგზე, ნოკაუტის შემთხვევაში რთავენ გამარჯვებული სპორტსმენის ტრიუმფის ნიშნად.

მსგავსი პოსტები

Back to top button